თბილისის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

15 ოქტ 2026

თბილისის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს ერთ-ერთი უცხოური ფირმის ოფიციალურ დისტრიბუტორად გაეცნო, გათბობის სისტემის სრული კომპლექტის შეძენაში დახმარებას  დაჰპირდა და  დიდი ოდენობით თანხა ჩაარიცხინა. ამ გზით იგი 136 000-მდე ლარს დაეუფლა. 

პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.