15 ოქტ 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, აბუ-დაბიში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას.