ცოტნე ანანიძე: ოპოზიციის მიერ აფხაზეთში შესულ ტვირთებზე აპელირება პოლიტიკური სპეკულაციაა

15 ოქტ 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ოპოზიციის განცხადებები პოლიტიკურ სპეკულაციას ჰგავს.

„1,8-დან 4,8 მილიონ ტონამდე ნავთობი უნდა მიაწოდოს რუსეთმა ამერიკას. ამის ფონზე ჩვენი ოპოზიცია აფხაზეთში შესულ მცირე რაოდენობას რუსეთის ფრონტის მომარაგებად ასაღებს. ეს მასშტაბის აღქმის პრობლემაა და პოლიტიკური სპეკულაციაა“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.