ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის“ პიონერის ჯილდო გადაეცემა

15 ოქტ 2026

ქართველ რეჟისორს ლევან კოღუაშვილს კინემატოგრაფიაში გამორჩეული შემოქმედებითი ხედვისა და კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის Golden Globes Trailblazer Award – „ოქროს გლობუსის“ პიონერის ჯილდო გადაეცემა.

ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაჯილდოება, Golden Globes Silk Road Tribute Gala-ს ფარგლებში, 2026 წლის 23–24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება.