შიდა ქართლში პოლიციამ 100 კილოგრამამდე „კანაფი“, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია სამი პირი

15 ოქტ 2026

პოლიციამ შიდა ქართლში სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-კულტივირება-მოყვანა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.

პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და „მარიხუანა“, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლს სამართლის კოდექსის 260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.