საქართველოში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

15 ოქტ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ ტერიტორიაზე სკანერის საშუალებით ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავიდან სხვადასხვა მოდელის რვა ცეცხლსასროლი იარაღი, რვა მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, ასევე, 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.