ბათუმელი ახალგაზრდები განათლებისა და პროფესიული განვითარების გზას იტალიის დედაქალაქში აგრძელებენ

14 ოქტ 2026

ბათუმელი ახალგაზრდები განათლებისა და პროფესიული განვითარების გზას იტალიის დედაქალაქში აგრძელებენ.

18 წლის ალეკო ჭელიძე რომში, “ჯონ კებოტ უნივერსითიში ” ბიზნესის ადმინისტრირებას, ასევე ხელოვნებასა და დიზაინს მოპოვებული 60% იანი დაფინანსებით სწავლობს.

16 წლის ქეთევან მჟავანაძე კი, საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების წევრი ფრენბურთელი, ახლა სპორტულ კარიერას რომის კლუბ „პულ-სტარს  ვოლეიში” იტალიის სპეციალური მიწვევით აგრძელებს.

ახალგაზრდების მიზანი საერთაშორისო გამოცდილების მიღება, საკუთარი შესაძლებლობების განვითარება, მომავალში მიღებული ცოდნისა და კარიერული წინსვლის აჭარისა და ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებაა. ამასთან, ისინი ცდილობენ, იტალიელებს საქართველოს კულტურა და ტრადიციები გააცნონ.

მათი მთავარი სურვილია, საკუთარი წარმატებით სამშობლო ასახელონ.