ლევან მახაშვილი: საქართველო არავის ედრება, თუმცა პერიოდულად უწევს ხოლმე კონკრეტული სტატისტიკის მოყვანა, რადგან უსამართლო და ცილისმწამებლური შეფასებები ისმის

14 ოქტ 2026

მოლდოვის პარლამენტის სპიკერის განცხადებას "ქართული ოცნების" წევრი ეხმიანება.

ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველო არავის ედრება, მით უმეტეს მოლდოვას და უკრაინას, რომელთაც სხვა გზა აქვთ არჩეული ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ერთს - ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, მეორეს კი - სხვა ქვეყანასთან გაერთიანების, – აცხადებს მახაშვილი. 

ლევან მახაშვილის ამბობს, რომ საქართველო არავის  ედრება, თუმცა პერიოდულად უწევს ხოლმე კონკრეტული სტატისტიკის, მონაცემების მოყვანა, რადგან საქართველოსადმი უსამართლო და ცილისმწამებლური შეფასებები ისმის.

ცნობისთვის იგორ გროსუმ მოლდოვური ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა: "საქართველოს პრემიერი არ უშვებს შანსს, მოლდოვა გააკრიტიკოს, ამ შემთხვევაში უფრო მეტია შური, რომ მოლდოვა გაცილებით სწრაფად მოძრაობს ევროინტეგრაციის მიმართულებით," - თქვა მან.