14 ოქტ 2026
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
თარიღთან და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, წირვა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა.
პატრიარქმა ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და მადლზე ისაუბრა. წირვას სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.