ბათუმში წყალბურთის საერთაშორისო ტურნირი “შავი ზღვის თასი” გაიმართება

14 ოქტ 2026

15-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, ბათუმში წყალბურთის საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი“ გაიმართება. შეჯიბრებას ბათუმის ახალი საცურაო აუზი უმასპინძლებს. 

ტურნირში რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ორი ქართული და ექვსი უცხოური კლუბი. საქართველოს „აპოლო“ და თბილისის „დინამო“ წარმოადგენენ. რვა გუნდი ორ ჯგუფში იასპარეზებს. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდები საბოლოო ადგილებისთვის გადამწყვეტ შეხვედრებს გამართავენ.  

ტურნირის დაწყებამდე, დღეს, ბათუმში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც შეჯიბრების ორგანიზატორებმა ტურნირის მნიშვნელობაზე, მონაწილე გუნდებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.