კოტე მახარაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მე-7 საერთაშორისო მედიატურნირი დასრულდა

14 ოქტ 2026

ბათუმში ლეგენდარული ქართველი სპორტული კომენტატორის, ჟურნალისტის, მსახიობისა და დრამატურგის, კოტე მახარაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მე-7 საერთაშორისო მედიატურნირი დასრულდა.

მინი-ფეხბურთის ტურნირის ფინალში, მოქმედი ჩემპიონი საქართველოს მედია ნაკრები, სომხეთის ნაკრებთან  ანგარიშით 2:3 დამარცხდა. ტურნირში რვა ქვეყნის მედია ნაკრებები მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ თურქეთისა და ეგვიპტის გუნდებისთვის წლევანდელი გათამაშება სადებიუტო იყო.

ტურნირი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ინიციატივით, საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის სპორტის დეპარტამენტისა და აჭარის სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.