14 ოქტ 2026
გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია - ფონდი „ქართუ“ საქველმოქმედო პროექტს აგრძელებს.
პროექტის ფარგლებში, კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს. ცნობისთვის, ფონდის დაფინანსებით, საჩხერეში ფუნქციონირებს უნიკალური საშენი მეურნეობა, სადაც გადაშენების პირას მყოფ ველურ ფრინველებს, კოლხურ ხოხობს, გნოლსა და კაკაბს ველურ ბუნებაში გასაშვებად ზრდიან და ამზადებენ.
ინიციატივის მიზანია უნიკალური ჯიშის ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, გამრავლების ხელშეწყობა, მთაწმინდის ტერიტორიაზე პოპულაციის ეტაპობრივი აღდგენა და გავრცელება.