14 ოქტ 2026
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ინფორმაცია.
„დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით, მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში. თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან.
ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში. სამწუხაროდ მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერი სანერვიულო“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ამასთან, მანამდე, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახდებ ინფორმაცია გაავრცელა პარტია „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა“ (ALDE).