14 ოქტ 2026
თორნიკე ფაღავამ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის თარიღის დანიშვნას გამოეხმაურა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული სარჩელი ძლიერი არგუმენტებით არის გამყარებული.
„ვთვლით, რომ ეს სარჩელი, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით ძალიან მყარად არის არგუმენტებით გამყარებული. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც წლების განმავლობაში და სისტემურად ცდილობენ, პოლიტიკური პროცესი გაიტანონ კონსტიტუციის მიღმა, არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ დემოკრატიული სიკეთეებით. არ შეიძლება ერთი ხელით წვავდე პარლამენტს, ცესკოს შენობასა და სასამართლოს და ამავდროულად გქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლო დემოკრატიული სიკეთეებით. 2016 წლის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რადიკალურ განშტოებებს არც არჩევნების შედეგები უღიარებიათ, არც ხელისუფლება. ხუთჯერ სცადეთ რევოლუციის გზით ხელისუფლების ცვლილება“, - აცხადებს ფაღავა.
„ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყება.