14 ოქტ 2026
მრავალწლიანი შრომა, მომავალი თაობების აღზრდა და განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა.
დაჯილდოების ღონისძიებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.