14 ოქტ 2026
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.
"პირველ ეტაპზე ვნახეთ სრულიად არალოგიკური განცხადება მოსამართლის, როდესაც ის აცილებას ითხოვდა. არ დაუკმაყოფილდა აცილება და შემდგომ მან დატოვა საკონსტიტუციო სასამართლო.
ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, გაქცევას პასუხისმგებლობისგან, რაც, რა თქმა უნდა, არ არის მოსამართლისთვის შესაფერისი საქციელი." - დავით მათიკაშვილი