14 ოქტ 2026
დუეინ დევისს, ყოფილი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერს სამშაბათს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა, უვადო პატიმრობის შესაძლებლობით მიუსაჯეს, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,,როიტერი'' ავრცელებს.
დუეინ დევისი -„კიფი დი“ 1996 წელს ლას-ვეგასში ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავის, 2Pac შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს.
ამით დასრულდა წლების განმავლობაში გაუხსნელი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა, რომელიც რეპმუსიკის ოქროს ხანის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მოვლენად იქცა.
63 წლის დუეინ დევისი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აგვისტოში პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ლას-ვეგასის სასამართლო დარბაზში გამართული ერთსაათიანი პროცესის განმავლობაში მას ემოცია არ გამოუხატავს.
მოსამართლემ მას ორი თანმიმდევრული სასჯელი მიუსაჯა - თითოეულზე 20 წლიდან უვადო პატიმრობამდე: ერთი მკვლელობისთვის, მეორე კი მომაკვდინებელი იარაღის გამოყენებისთვის.
დევისის ადვოკატმა მაიკლ სანფტმა განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.
2023 წლამდე, დევისის დაკავებამდე 2Pac შაკურის მკვლელობა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გაუხსნელ დანაშაულად რჩებოდა.