14 ოქტ 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 14-15 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში Raisina Middle East, რომელიც ორგანიზებულია არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის – Observer Research Foundation-ის მიერ.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში თემაზე: „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: სპარსეთის ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი“.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.