14 ოქტ 2026
რომში, სურსათის მსოფლიო ფორუმზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იმყოფებოდა. კონფერენციის ფარგლებში დავით სონღულაშვილი FAO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა.
მხარეებმა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაღრმავება და კლიმატის მწვანე ფონდის მხარდაჭერით დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომლებიც სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აღნიშნავს, ვიზიტის ფარგლებში განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის თანამშრომლობის საკითხები და მნიშვნელოვანი პროექტები:
"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციაში, აქვე გამორჩეულად გამოვყოფდი გენერალურ დირექტორთან შეხვედრას, სადაც განხილული იყო თანამშრომლობის საკითხები, რა პროექტებითაც და პროგრამებითაც დღეს ვთანამშრომლობთ და გვაქვს ძალიან დიდი წარმატება ამ კუთხით. დაგეგმილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები," - აცხადებს დავით სონღულაშვილი.