13 ოქტ 2026
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა აშშ-სთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის.
„ჩვენი გუნდები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. საჭიროა მშვიდობისთვის მუშაობა და მოქმედების სწორი გზების ძიება. უკრაინა მზად არის შეხვედრებისთვის. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამერიკის პრეზიდენტის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აუცილებელია, რომ ამ შეთანხმების ნაწილი რუსეთიც გახდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა, უკრაინულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს მომდევნო შეხვედრების შესახებ წინადადებები უკვე გადასცა. ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, რომ შეხვედრები უახლოეს დღეებში გამართოს.
„უახლოეს დღეებში შეხვედრებისთვის მზად ვართ. ეს წინადადება ჩემი გუნდის მეშვეობით, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს გადავეცი. უკრაინული მხარე ყოველთვის კონსტრუქციულად მოქმედებს, ჩვენი პოზიციები კი ყოველთვის მკაფიოა და უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობის დაცვას ემსახურება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.