არქეოლოგების აღმოჩენა სოფელ მახილაურის ანტიკური ხანის სამაროვანზე

13 ოქტ 2026

არქეოლოგების მორიგი აღმოჩენა სოფელ მახილაურის ანტიკური ხანის სამაროვანზე - ახალი აღმოჩენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უძველესი დროიდან ანტიკური ადამიანი მახვილაურის ტერიტორიაზე აქტიურ ცხოვრებას იწყებს და ეწევა სხვადასხვა საქმიანობას. 

სამარხი ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ანტიკური ადამიანის დაკრძალვის წესებისა და სამარხის ტიპების შესახებ გვიყვება. ოქროს სამკაულების გარდა აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს ყელსაბამი, თიხის ჭურჭელი, კოლხური
 დოქები. 

სამარხეული ინვენტარი ასევე ქრისტესშობამდე V საუკუნით თარიღდება. სიძველისგან დაზიანებულ ნივთებს რესტავრაცია ჩაუტარდება.

აღმოჩენილი ანტიკური ნივთები მიანიშნებს, რომ იქ საშუალო ფენის წარმომადგენელი უძველესი ადამიანი ცხოვრობდა.