13 ოქტ 2026
მთავრობის გადაწყვეტილებით იმ დევნილებს ვისაც ჯერჯერობით აქამდე არ უსარგებლიათ დევნილებისთვის განკუთვნილი სოციალური პაკეტით, შეუძლიათ ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარი მიიღონ.
პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისა და სოფლად სახლის პროგრამის პარალელურად განხორციელდება.
განაცხადების წარდგენა უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლებში იქნება შესაძლებელი. განაცხადების მიღების დაწყების ვადებისა და პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია დამატებით გავრცელდება.