ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით განხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა

13 ოქტ 2026

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი სანაპიროსთან ორ გემზე დრონებით განხორციელებულ იერიშს გამოეხმაურა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა.

რუმენ რადევის თქმით, თავდასხმა სრულიად მიუღებელია. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკიპაჟის 15-ვე წევრი ვარნის პორტში უსაფრთხოდ გადაიყვანეს.

ასევე, რუდევმა აღნიშნა, რომ მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს ნატო-სა და ევროკავშირში მუდმივ წარმომადგენლებს. მინისტრის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ელჩს დაიბარებენ.