13 ოქტ 2026
"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, თემაზე - "ყველა ისტორია უნიკალურია, ყველა გზა მნიშვნელოვანი" შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ძუძუს კიბოს დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და სპეციალისტების, პაციენტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით ღია დიალოგის ხელშეწყობა.
ღონისძიება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა. მინისტრმა კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეული გამოვლენის მიზნით უფასო გამოკვლევებს ითვალისწინებს.
დიალოგის ფორმატში მოსაზრებები წარმოადგინეს სოციალური პროგრამების ექსპერტმა, სოფიო ბაკურიძემ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა და გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა.