კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ზელენსკი, ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო, თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

13 ოქტ 2026

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო, თანამდებობიდან მის გადაყენებას და  მის ნაცვლად სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის დანიშვნას ცდილობს. 

როგორც მან განაცხადა, ბრალდებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯგუფები ავრცელებენ.

კლიჩკომ გათბობის სეზონის ჩაშლის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა, რადგან ის ჯერარც კი დაწყებულა. მანვე ელექტროენერგიის გათიშვა დაბომბვას დააბრალა და აღნიშნა, რომ „მერი საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელი არ არის“.

მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  რადგან ის ხალხმა აირჩია, თანამდებობის დატოვებას შემდეგ არჩევნებამდე არ აპირებს.  მანამდე კლიჩკომ ზელენსკი კორუფციის გამო გააკრიტიკა, რასაც უკრაინის პრეზიდენტის  მხრიდან ქალაქის მომზადების კუთხით არსებულ ხარვეზებზე მითითება და კრიტიკა მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის საქალაქო ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქალაქი სათანადოდ არ ემზადება რუსეთის თავდასხმების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებისა და სხვა შესაძლო კრიზისული სიტუაციებისთვის.