აგარას სოციალურ ბინებში წყლის სისტემების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 

13 ოქტ 2026

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის მრავალბინიანი სოციალური სახლისთვის სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები ადგილზე ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა თურმანიძემ დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო სათავე წყალშემკრები და გამწმენდი ნაგებობები, 20 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარი, 4 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური მილსადენი და შიდა ქსელი.

სამშენებლო სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდა. პროექტისთვის 266 185 ლარი დაიხარჯა.