,,ქრისტიანული საქართველოს 1700 წელი“ - ბსუ-ში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

13 ოქტ 2026

„ქრისტიანული საქართველოს 1700 წელი“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.

პროგრამის მიხედვით, კონფერენცია ორ სექციას მოიცავს. პირველ სექციაში ყურადღება ქართული ეკლესიის ისტორიას დაეთმობა, ხოლო მეორე სექციაში ეკლესიის, სახელმწიფოსა და კულტურის საკითხებს განიხილავენ.

ღონისძიების მიზანია, ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების, ახალი საარქივო მასალებისა და მემუარული ცნობების საფუძველზე შეისწავლოს და წარმოაჩინოს საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგებისა და გავრცელების, ასევე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წინაპირობები, პროცესი და შედეგები.

სამეცნიერო კონფერენციაში საქართველოს, რუმინეთის, სომხეთისა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორებთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენცია, რომელიც ჯამში 34 მონაწილეს აერთიანებს, ხვალ დასრულდება.