ახალციხეში მეცნიერების რეგიონული ფესტივალი გაიმართა

13 ოქტ 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მინისტრის მოადგილემ უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობისა და ქვეყანაში სამეცნიერო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე.