აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართა

13 ოქტ 2026

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხს უყარეს კენჭი. ორივე საკითხი ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მარინე გვიანიძემ წარუდგინა.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის საკითხი განიხილეს.

ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი უცვლელი რჩება და 971 მილიონ ლარს აჭარბებს. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება დაახლოებით 10 მილიონი ლარით იზრდება.

3 მილიონი ლარით იზრდება ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ფერმერთა დახმარების პროგრამის დაფინანსება, 500 ათასი ლარით კი - სარეზერვო ფონდი.

დღევანდელ სხდომაზე ბიუროს წევრებმა 2026 წლის პირველი ორი კვარტლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც მოისმინეს.