პოლიტიკური პოზიციები პარლამენტში

13 ოქტ 2026

პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა საკანონმდებლო ორგანოში. დეპუტატებმა სხვადასხვა საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.

არჩილ ბერიძის განცხადებით, დღეს, როცა წარსულისა და აწმყოს გათანაბრებას ცდილობენ, უნდა ითქვას, რა ხდებოდა ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებამდე და რა მიიღო მოსახლეობამ თოთხმეტი წლის შემდეგ.

''ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შესაძლებელი გახდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასრულება, ეს იყო არჩევანი ადამიანის ღირსების, მშვიდობისა და დამოუკიდებელი საქართველოს სასარგებლოდ. ვერ დავივიწყებთ „ნაცმოძრაობის რეჟიმის“ დროს ხელისუფლების სახელით გაუბედურებულ ოჯახებს, ძალადობასა და უსამართლობას. ვერც მუდმივ შიშს დავივიწყებთ, როდესაც ყველგან გვისმენდნენ, სახლში, ქუჩაში თუ მეგობრებთან. თოთხმეტი წლის განმავლობაში ჩვენი გამორჩეული მონაპოვარი უწყვეტი მშვიდობაა. უკრაინაში ომისა და ჩვენს სამეზობლოში მძიმე მოვლენების ფონზე მისი ფასი განსაკუთრებით ნათელია“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ განაცხადა.

თორნიკე ფაღავა გამოეხმაურა ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ არ არსებობს არც ერთი ობიექტური კრიტერიუმი ან გაზომვადი პარამეტრი, რომლითაც საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება.

ფაღავას თქმით, საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მშვიდად და ღირსეულად სვლას განაგრძობს.

"მინდა, გამოვეხმაურო ევრობიუროკრატების მხრიდან უკანაკნელ დღეებში გაკეთებულ უსამართლო განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებუთ, თითქოს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო უკრაინას და მოლდოვას ჩამოუვარდება და რომ საქართველომ ამ ორი ქვეყნის გზით უნდა იაროს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს არც ერთი ობიექტური სახელმწიფოებრივი კრიტერიუმი ან ეკონომიკური პარამეტრი, რითაც საქართველო რომელიმე ზემოაღნიშნულ ქვეყანას ჩამოუვარდება, უფრო მეტიც, აბსოლუტურად ყველა გაზომვადი პარამეტრით საქართველო რამდენჯერმე უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც.