13 ოქტ 2026
იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმის შემდეგ მსხვილმა ავიაკომპანიებმა საუდის არაბეთში ფრენები შეაჩერეს.
მედიის ცნობით, ავიაკომპანია Qatar Airways-მა ღამით დაადასტურა, რომ ერ-რიადიდან და დამამიდან ავიარეისებს დროებით შეაჩერებს.
ამასთან, ავიაკომპანია Etihad Airways-ში განაცხადეს, რომ აბუ-დაბიდან, ერ-რიადიდან, ჯიდადან და დამამიდან რეისები რეგიონში არსებული ვითარების გამო 19 ოქტომბრამდე გაუქმდება.
რაც შეეხება სხვა ავიაკომპანიებს, თავდასხმის გამო „ლუფთჰანზამ“ ერ-რიადის მიმართულებით ფრენები 16 ოქტომბრამდე შეაჩერა, „ეარ ფრანსმა“ - ოქტომბრის ბოლომდე, „ინდიგომ“ - 15 ოქტომბრამდე, „გალფ ეარმა“ - 17 ოქტომბრამდე, Cathay Pacific-მა კი ჰონგ-კონგიდან დუბაისა და ერ-რიადის მიმართულებით რეისები 2027 წლის 31 იანვრამდე გააუქმა.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე „ჰუსიტების“ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 11 კი დაშავდა. თავდასხმას წინ უძღოდა ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე დარტყმა, რომელზეც პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ აიღეს. თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.