სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 14 ახალგაზრდა სტაჟირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გაივლის

13 ოქტ 2026

 

სახელმწიფო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 14 ახალგაზრდა სტაჟირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გაივლის.

პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე შეხვდა.

სტაჟიორები 3 თვის განმავლობაში აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სამინისტროების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან და პროფესიული გამოცდილების მიღებას შეძლებენ.