13 ოქტ 2026
გაუფორმდებათ თუ არა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს - მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას - საპროცესო შეთანხმება და რა პირობებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 17:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე გახდება ცნობილი.
2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებს, ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას, 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ხოლო ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას - 5-5 წლით.
საპროცესო შეთანხმების მოთხოვნა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს შორის ბოლო რამდენიმე დღეა არაერთგვაროვანი შეფასებების საგანია. საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“, რომელმაც სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, შარშანდელ მოვლენებს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა.
პარტიის ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ გათავისუფლებულ პირებს პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქონდეთ. მმართველ გუნდში კი ამ საკითხზე ოპოზიციის პოზიციებს ოპოზიციური დღის წესრიგით ხსნიან.