13 ოქტ 2026
საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ბრიუსელის მკაცრი რიტორიკა უცვლელი რჩება. ევროკავშირის ხელმძღვანელობა საქართველოს საკითხის სიღრმისეულ განხილვას იანვარში აანონსებს.
საქართველოს საკითხი ერთ-ერთი იყო იმ თემებს შორის, რომლებზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ ლუქსემბურგში იმსჯელეს. თუმცა შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა.
ევროკავშირის ხელმძღვანელობის გზავნილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიალოგის განახლებისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ კანონებზე, რომლებსაც ბრიუსელი მწვავედ აკრიტიკებს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ლიდერებს სადავო საკითხებზე დიალოგისა და დისკუსიის გამართვა არაერთხელ შესთავაზეს. თუმცა, უმრავლესობის წარმომადგენლების შეფასებით, უარგუმენტო ბრალდებების ფონზე, ევროკავშირის მხარე დისკუსიაში ჩართვის სურვილს არ გამოხატავს.