13 ოქტ 2026
მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარს მიაღწევს. გაზრდილ პენსიას მოქალაქეები 2027 წლის 1-ლი იანვრიდან მიიღებენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოსახლეობის სოციალური პირობების მუდმივი გაუმჯობესება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.