13 ოქტ 2026
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიამ სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო. სწავლის უფლება 20-მა კანდიდატმა მოიპოვა. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც დააფინანსებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ.