13 ოქტ 2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია კერძო და საჯარო საბავშვო ბაღებში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს. მონიტორინგის ფარგლებში, საბავშვო სივრცეებში, საპირფარეშოებსა და კვების ბლოკებში სისუფთავის ხარისხის შესაფასებლად საანალიზო ნიმუშებს იღებენ.
ასევე, მოწმდება საბავშვო ბაღებში არსებული საკვები პროდუქტების მარაგები და საკვების კალორიულობა.
შემოწმებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ლაბორატორიულ-კვლევით ცენტრთან ერთად ახორციელებს.
ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით, მთელი წლის განმავლობაში, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესაფასებლად 38 საჯარო და 35 კერძო საბავშვო ბაღი შემოწმდება.