13 ოქტ 2026
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვასთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, ირის ანტმანის გუნდმა ანგარიში მეორე ნახევარში გახსნა. 65-ე წუთზე ნათია დანელიამ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ კიშინიოვში გამართული პირველი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.