ქართველი ძალოსანი მარიამ მაისურაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

13 ოქტ 2026

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრების წევრმა მარიამ მაისურაძემ წარმატებით იასპარეზა და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მაისურაძემ ატაცში 76 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 96 კილოგრამი დააფიქსირა. შედეგად, ორჭიდის ჯამში 172 კილოგრამი მოაგროვა და სამივე დისციპლინაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დღეს საქართველოს სახელით შეჯიბრებაში მხოლოდ ერთი სპორტსმენი იასპარეზებს. 23-წლამდელთა შორის ძალებს გიგა ოდიკაძე მოსინჯავს.