13 ოქტ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა. თბილისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში პირველი ადგილი დაიკავა.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონები საბა ბაღდავაძე და ლევან გუგავა გახდნენ, ვერცხლის მედალი რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალს გიორგი გამჯაშვილი დაეუფლა.
ცნობისთვის, პარაძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში ისტორიაში პირველად ჩატარდა. თბილისმა ჩემპიონატს 25-იდან 27 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლა.