რუსულმა ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

13 ოქტ 2026

რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს. დარტყმის შედეგად ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. არიან დაშავებულები. ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შესაძლოა, ნანგრევებში ამ დრომდე ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, რუსეთის ძალებმა დრონით კიევში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.