13 ოქტ 2026
აშშ-ში, ჯორჯიის შტატში ატრაქციონი მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
მედიის ცნობით, კაცი მოძრავი ატრაქციონიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. ინციდენტის შემდეგ ატრაქციონ „გოლიათის“ მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია შემთხვევა.
გასართობი პარკის მფლობელმა კომპანია „სიქს ფლაგსმა“ უსაფრთხოების მიზნით, სხვადასხვა პარკში მსგავსი ტიპის 9 ატრაქციონის მუშაობა დროებით შეაჩერა.