13 ოქტ 2026
ილონ მასკმა რესპუბლიკელების მხარდასაჭერად, სულ მცირე, 276 მილიონი დოლარი გაიღო და კვლავ რესპუბლიკური პარტიის ყველაზე მსხვილ დონორად რჩება. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
მედიის ცნობით, მასკის მთავარი პოლიტიკური ორგანიზაციის, America PAC-ის წარმომადგენელმა აღნიშნული თანხის შესახებ ინფორმაცია საარჩევნო კამპანიების დაფინანსების ანგარიშების წარდგენის საბოლოო ვადამდე სამი დღით ადრე დაადასტურა.
წარმომადგენლის ინფორმაციით, შემოწირულობების უდიდესი ნაწილი — 158 მილიონი დოლარი — Senate Leadership Fund-ს გადაერიცხა. ეს არის პოლიტიკური კომიტეტი, რომელიც სენატის არჩევნებში რესპუბლიკელ კანდიდატებს უჭერს მხარს.