ჯანდაცვის სამინისტრო - მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა

13 ოქტ 2026

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, პრემიერ-მინისტრის ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უწყების სისტემაში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო სექტორში სტაჟირება და საქმიანობა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს საკუთარი წვლილი შეიტანონ როგორც ჯანდაცვის სისტემის, ისე ქვეყნის განვითარებაში.

2026 წელს, ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში, კონკურსის შედეგად, 207 სტაჟიორი შეირჩა. სტაჟირება სამთვიანია, 12 თვემდე გაგრძელების პერსპექტივით. პროგრამა ანაზღაურებადია და მონაწილეებს სტაჟირების პერიოდი სამუშაო გამოცდილებაში ეთვლებათ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში 30-ზე მეტი სტაჟიორი დასაქმდა.