შსს-მ ქვემო ქართლსა და იმერეთში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავა

13 ოქტ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყვნენ ჩართულნი.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა რამდენჯერმე განახორციელა.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.