12 ოქტ 2026
ტარიელ ხარხელაურმა გადაცემა „ახალ დილაში“ აჭარასა და ამ კუთხეში სამშობლოს სიყვარულის განსაკუთრებულ განცდაზე ისაუბრა.
პოეტის თქმით, აჭარაში ჩასვლა კიდევ ერთხელ დაგანახებს, რამდენად ძლიერია ამ კუთხეში სამშობლოს სიყვარული.
„როდესაც სამშობლო მოგენატრება და ცოტა ფერმკრთალი გეჩვენება, იქ სადაც შენ დაიბადე, ჩამოდიხარ აჭარაში, რომ დაგანახონ, სამშობლო ტკივილამდე როგორ უყვართ აჭარელებს“, - აღნიშნა ტარიელ ხარხელაურმა.