საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში ანა აბულაძემ საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

12 ოქტ 2026

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანა აბულაძე, აზერბაიჯანისა და სერბეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩებთან ერთად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.