​ ''ევროპულმა საქართველომ'' პარლამენტში სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

20 ივნ 2017

''ევროპული საქართველო'' პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის​ განხილვებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.  დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი პროექტის განხილვის დაწყებიდან 5 საათში დატოვეს. ისინი საკონსტიტუციო პროექტს იწუნებენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტი  ხელისუფლებაზეა  მორგებული.

ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული ''ნაციონალურ მოძრაობას'' და ''პატრიოტთა ალიანს''. შეიძლება ითქვას,  პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ოპოზიიციის გარეშე გაგრძელდება.