უკრაინა მზადაა, თუმცა რუსეთი თავდასხმებს არ წყვეტს - შედგება თუ არა ენერგეტიკული ზავი რუსეთსა და უკრაინას შორის

12 ოქტ 2026

რამდენად შესაძლებელია რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყება? -  უკრაინა ამისთვის მზადაა, თუმცა რუსეთი თავდასხმებს არ წყვეტს. 

ამერიკის პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად სურათი უცვლელია - უკრაინული ენერგო ობიექტები ისევ რუსეთის სამიზნეა. 

"თუ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეწყდება, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს შეთანხმება ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ქსელებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - თქვა ტრამპმა". თუმცა ამ დრომდე რუსეთის პოზიცია უცნობია.