12 ოქტ 2026
ქობულეთში, თიკერის სატყეოს ისპანის უბანში, მეტყევის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია მოეწყო.
აქციაში ბათუმის მეგა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების მიზანს, ტყის მნიშვნელობის, მისი დაცვისა და აღდგენის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.